გიულენი: რელიგია ადამიანების შემაკავშირებელი ხიდია

ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის ტრადიციულმა გახსნილების დიალოგმა მრავალი განსხვავებული ჯგუფი შეახვედრა ერთმანეთს. Fფონდის საპატიო პრეზიდენტმა ფეთჰულაჰ გიულენმა, რომელმაც გახსნილებას (გახსნილება (იფთარი) _ საღამოს ტრაპეზი რამაზანის დღესასწაულის დროს) წერილი გამოუგზავნა, აღნიშნა, რომ შექმნილი ერთიანობის ფონი მომავლის იმედს იძლევა.

გიულენმა აღნიშნა, რომ განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა ერთობისა და სოლიდარობის სურათმა მას სამომავლო იმედი მისცა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რელიგიური მოვლენა ადამიანებს შორის გადებული უმტკიცესი ხიდია.

გიულენმა, რომელმაც თავის წერილში აღნიშნა, რომ რელიგია არის ის ერთადერთი ელემენტი, რომელიც გააერთიანებს ანგარებით, ეგოისტური გრძნობებით და უფრო მეტად მიწიერი ფაქტორებით გათიშულ ადამიანებს, თქვა: \"როგორც ჩვენს დროში, წარსულშიც რელიგიის სახელით მთელი რიგი კონფლიქტები მოხდა და ეს არის შედეგი იმისა, რომ რამდენიმე უმწიფარი სული მსხვერპლად შეეწირა ანგარებას. ძირითადად რელიგია არის მტკიცე ხიდი მრავალ ფრონტად გათიშულ ადამიანებს შორის. იგი არის ტიგელი, რომელიც ადნობს ანგარებასა და ეგოიზმს, თბილი სიყვარული, რომელიც ამტკიცებს მტრობის მომშლელ მეგობრობას, კეთილგანწყობა და თავშესაფარი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ არ მოხვდება დაუდევრობის ბუდეში და უფსკრულში ჩავარდება.

ფეთჰულაჰ გიულენი ეზიარა რა წარმოქმნილი ერთობის პანორამის მნიშვნელობას, შეგვახსენებს სხვადასხვა რელიგიებისათვის განსაკუთრებული დროის მონაკვეთებს, როგორიც არის პარასკევი, შაბათი, ორშაბათი, კვირა, დღესასწაულები, აღდგომა, მადლიერების დღეები და თავის წერილში განაგრძობს: \"რელიგია კიდევ სხვა სპეციალური დღეებით, კვირებითა და თვეებით, აგრეთვე, ურთიერთდამხმარე დაწესებულებებით, მთელი კაცობრიობის მასშტაბით, მტრობის კი არა, ერთობისა და სიკეთეში ურთიერთდახმარების ყველაზე დიდი წყაროა. მე მჯერა, რომ ლუფად ქცეული კაცობრიობა ამ წყაროს დღეს, განსაკუთრებულ ვითარებაში მყოფი, უფრო საჭიროებს, ვიდრე ოდესმე\".

\"განვიცდი მწვავე სულიერ ტკივილს თქვენთან ჩემი არყოფნის გამო\", წერს გიულენი.

\"ამ ერთიანობის პანორამა როგორც ჩვენი ქვეყნისათვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის იმედის ჩირაღდანია\", _ ხაზს უსვამს გიულენი, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზაციისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდს, რომელსაც დიალოგისა და შემწყნარებლობის სიმბოლოდ ახასიათებს.

როგორც ყოველ წელს, ამ წელსაც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ფერები და კულტურის მოზაიკა გახსნილობის სუფრასთან გააერთიანა ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდმა, რომელთა მოწვევამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფონდის პრეზიდენტმა ჰარუნ თოკაკმა, რომელიც ლუთვი კირდარში გამართულ გახსნილებაზე სიტყვით გამოვიდა, აღნიშნა რომ \"დიალოგის\" ფოტოსურათებმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თურქეთიდან მთელ მსოფლიოს მოედო, ომებისა და ველურების წინააღმდეგ ტალღთამჭრელის ფუნქცია შეასრულა.

Kკონტსანტინეპოლის მართლმადიდებელი პატრიარქ ბართოლემეუსმა კი თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ვითარებას, რომ განსაკუთრებით 11 სექტემბრის ტერორის შემდეგ დიალოგისა და სიყვარულის ფეხზე დასაყენებლად უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. მან აღნიშნა, რომ 11 სექტემბრის ტერორისტული მოვლენის შემდეგ ფეთჰულაჰ გიულენის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი დიდი მორალური მხარდაჭერა იყო. ბართოლემეუსმა წერილი მოწვეულ საზოგადოებას წაუკითხა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გიულენის წერილში ყოველგვარი ტერორი დაწყევლილია. ბართოლემეუსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში დაწყებული რელიგიათშორისი დიალოგის სამუშაოები მთელი მსოფლიოსათვის სანიმუშო მოვლენას წარმოადგენს. \"ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა, ღმერთმა ხელი მოუმართოს\", _ თქვა ბართოლემეუსმა.

სომეხთა პატრიარქმა მესრობ მუტაფიამ აღნიშნა: \"ვისაც რა უნდა ისა თქვას, მაგრამ თურქეთში რელიგიათშორისი დიალოგის ჩატარება დაიწყო ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდმა, რომლის საპატიო პრეზიდენტი ფუთულაჰ გიულენია\". Mმუტაფიანმა განსაზღვრა, რომ უკვე უნდა მოხდეს ამ სამუშაოების ორგანიზაციული ჩამოყალიბება. ებრაელთა მთავარი ხახამის მოადგილემ რამ ისჰაკ ჰალევემ კი აღნიშნა, რომ კაცობრიობა სიყვარულსა და დიალოგს მოწყურებულია. სირიელთა მეტროპოლიტმა იუსუფ ჩეთინმა ყურადღება მიაქცია იმ როლს, რომელიც დიალოგის სამუშაოებში ფონდმა იტვირთა და თქვა: \"თუ რელიგიური ლიდერების დიალოგი გაიმართება, ეს ხალხში გამოძახილს იპოვის\".

ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის ტრადიციული გახსნილების დიალოგში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის მუფთმა თაიარ თაშმა, კათოლიკური სულიერი მღვდელთმთავრების საბჭოს თავმჯდომარემ ლუი ფელატრემ, ვატიკანის წარმომადგენელმა სტამბოლში გეორგეს მაროვიცმა, ებრაელთა თემის უფროსმა ბენსიონ ფინთომ, ქუზბანმა და ჰუსეინ ჰათემმა, ბიზნესმენმა იჰსან კალკავალმა, პროფ. ნიაზ ოკთემმა, პროფ. ბექირ კარლიგამ, ბეიოლუს მერმა კადირ თოვბაშიმ, ჟურნალისტმა ანდრეუ ფინკელმა და ისრაელის, ბელგიის, ლიბანის, ჩეხეთის რესპუბლიკის და ხორვატიის მთავარმა კონსულებმა.

\"ზამანი\", 28 ნოემბერი, 2001.

Pin It
  • შეიქმნა - ზე.
საავტორო უფლება © 2024 ფეთჰულლაჰ გიულენი ვებ საიტის. ყველა უფლება დაცულია.
fgulen.com არის შეიცავს წყაროს Fethullah Gülen, ცნობილი თურქი მეცნიერის და ინტელექტუალური.